მიმდინარე წლის 26 ივნისს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა I სამეცნიერო კონფერენცია,რომელიც ეძღვნება ივ.ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 და თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დაარსებიდან 108 წლისთავს.
კონფერენცია ჩატარდება ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოადგინოთ ერთგვერდიანი თეზისი;
მსურველებს გთხოვთ გამოგვეხმაუროთ მიმდინარე წლის 29 მაისის 18:00 სთ-მდე და თქვენი თეზისები წარმოადგინოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino.megrelishvili@tsu, nata.beruashvili@tsu.ge
თანდართულია თეზისის გაფორმების ტექნიკური მონაცემები;
იგეგმება აღნიშნული I კონფერენციის გაშუქება ტელევიზიით და კონფერენციის მასალების კრებულის გამოქვეყნება.
პატივისცემით,
თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი